სასწავლო აქტივობები

                                                                               ქ. თბილისის შ.პ.ს. "კანდიდი" საშუალო სკოლის დირექტორს
                                        ქალბატონ მერი ქვრივიშვილს
                                        ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის
                                        მარინე ირემაშვილის წლიური ანგარიში (2015-2016)
                  
                                 კლასები- VII - VIII
                                           საბაზო საფეხური
                თითოეულ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდების მომზადება მომდევნო საფეხურისთვის.
VII კლასში მოსწავლეები ისმენენ უცნობ ინფორმაციებს ტექსტების შესახებ ,მასწავლებლის დახმარებით მათ უნდა შეძლონ ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. მასწავლებელმა მოსწავლე უნდა მოამზადოს შესაბამისად, რათა მოსწავლემ შეძლოს ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით, შეძლოს ნაწერის ეფექტური ორგანიზება.
       ტესტურ დავალებაში უნდა ამოიცნონ მხატვრული ხერხები, კითხვებს უპასუხონ  არგუმენტირებულად და შეძლონ საკუთარი მოსაზრების დამაჯერებლად ჩამოყალიბება.
       წერით დავალებაში ( მითითებების მიხედვით ) მოსწავლეებმა უნდა შექმნან ტექსტი და ყურადღება უნდა გაამახვილონ როგორც შინაარსზე, ისე სტილის ელემენტებზე, სწორად გამოყონ აბზაცი და სხვა სტრუქტურული მახასიათებლები,თანამიმდევრულად ააგონ თხრობა, მართებულად გამოიყენონ სასვენი ნიშნები, დაიცვან მართლწერისა და პუნქტუაციის წესები.
      VII ა კლასის სახელმძღვანელო- ავტორთა ჯგუფი: ვ. როდონაია ნ.ნაკუდაშვილი, ა.  არაბული, მ.ხუციშვილი 
 საათების რაოდენობა: კვირაში (5) 
    VIIა კლასის საერთო დონე საშუალოზე მაღალია. ცალკეულ შემთხვევებში საჭიროა დამატებითი მეცადინეობების ჩატარება, რადგან გამოიკვეთა მართლწერისა და პუნქტუაციის წესების ცოდნის მხრივ პრობლემები, აგრეთვე ხარვეზები აქვთ წერის ორგანიზებაში.   მოსწავლეებს მივცემ მსგავსი ტიპის დავალებებს და ვამუშავებ მართლწერის წესების დაცვაზე.
    
                                                       VIIIბ კლასი                           
            საბაზო საფეხურზე მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად გაანალიზებენ მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს.იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხზე ,ამოიცნობენ და გამოიყენებენ მსჯელობის ძირითად, ენობრივ მახასიათებლებს,
სტანდარტში დასმული ერთერთი ამოცანის მიხედვით ,მასწავლებელი ტექსტებში ასახულ საკვანძო- სადავო საკითხებზე მსჯელობით ხელს შეუწყობს მოზარდში რეფლექსური აზროვნების ჩვევების გამომუშავებას,მხატვრული ზროვნების უნარის გაინვითარებას,თვითშემეცნების სურვილის გაღვივებას.  ისევე ,როგორც    VII             კლასში,  VIII   კლასში მთავარი საყრდენი იქნება კლასიკური და თანამედროვე მწერლობა, უცხოური ლიტერატურის  საუკეთესო ნიმუშებთან ერთად.   
       VIIIბ   კლასის სახელმძღვანელო:ავტორთა ჯგუფი:ვ.როდონაია,ნ.ნაკუდაშვილი,ა.არაბული ,მ.ხუციშვილი.
საათების რაოდენობა : (5)
დამხმარე სახელმძღვანელოები :ქართველი მწერლები სკოლებში,ა.შანიძე,ლ.კვაჭაძე,"ქართული ენა" მართლწერის სავარჯიშოები
        VIIIბ   კლასის დონე საშუალოზე მაღალია,მოსწავლეებს ესაჭიროებათ დამატებითი მეცადინეობა მართლწერის საკითხებზე ,სტილისტური ხარვეზების გასაუმჯობესებლად დავაწერინებ მსგავსი ტიპის ტექსტებს ვამუშავებ წერის სტრუქტურაზე,
         სასწავლო წლის განმავლობაში ხარისხის მართვის მენეჯერ,მაკა ბეჟანიშვილთან  და კათედრის წევრებთან ერთად დავესწარი კათედრის სხდომებს ,აქტიურად ვიყავი ჩართული კათედრის მუშაობაში ,რამდენჯერმე შევიკრიბეთ ,რათა რეაგირება მოგვეხდინა სხვადასხვა სასწავლო აქტივობებზე.
     სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ გავიარეთ ტრენინგი სკოლის კონსულტატთან ,მარიამ ხუციშვილთან ,შემაჯამებელი დავალების ანალიზის ფორმების შემუშავებასთან დაკავშირებით.აღნიშნულმა ტრენინგმა საშუალება მოგვცა შეგვედგინა ისეთი შემაჯამებელი სამუშაოს  ნიმუში ,რომელიც მორგებული იქნებოდა თითოელი ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს,ასევე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ინდიკატორებზე.ხოლო ანალიზის ფორმაში ნათლად გამოჩნდებობდა კონკრეტული შემაჯამებელი სამუშაო,სად და რა ფორმით გაუჭირდათ მოსწავლეებს.შემუშავებული ანალიზი გვაძლევს რეკომენდაციებს ,რაც უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
     2016 წლის დასაწყისში ჩავერთე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში,რისი საშუალებითაც დავადგინე კონკრეტული საკითხები.ეს ,ჩემი როგორც პედაგოგის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად და პრობლემის აღმოფხვრაში დამეხმარება.
  სქემის ფარგლებში კათედრაზე ავირჩიეთ შეფასების ჯგუფის წევრები და ფასილიტატორები: ეკა ფსუტური და შორენა შამუგია, რომელთა დახმარებითაც შევადგინეთ სამოქმედო გეგმა.
              ჩატარებული ღია გაკვეთილებებისა და ღონისძიებების განრიგი:
2015 წლის თებერვალში მწერალთა კავშირის მიერ გამოპცხადებული კონკურსის პირობები პედაგოგ ვენერა მიქაბერიძესთან ერთად გავაცანი მე-7(ა) კლასისა და მე-7(ბ) კლასის მოსწავლეებს. საკონკურსო თემა იყო ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ  კოტეტიშვილის ნაწარმოები"ჩემი წუთისოფელი". მკოსწავლეებს  დაევალათ განსაზღვრულ ვადაში წაეკითხათ აღნიშნული თხზულება და პედაგოგების მითითებების მიხედვით გაეანალიზებინათ, ემსჯელათ ტექსტზე და დაეწერათ შერჩეული სამი ესედან ერთ-ერთი.
 მე-7(ბ) კლასის მოსწავლემ, ლიკა კვიჟინაძემ გააკეთა მეტად საინტერესო პრეზენტაცია,  ორივე კლასის მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს თანატოლის მეტად ემოციური მსჯელობა. შემდეგ წაიკითხა ესე სათაურით "ვახტანგ კოტეტიშვილის თვალით დანახული სამყარო". მოსწავლეებმა ლიკას   დაუსვეს კითხვები , რომელთაც აგრეთვე შამბეჩდავად უპასუხა და პრეზენტაციუის ბოლოს კლასელებთან ერთად კიდევ ერთხელ გააანალიზა  ნაწარმოები, მილი მხატვრულ-იდეური თავისებურებების მიხედვით.
2015-2016 წლი9ს განმავლობაში სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, ჩავატარე  კათედრაზე დაგეგმილი სამი ღონისძიება.
2015 წლის 12 ნოემბერს ჩავატარე გასვლითი გაკვეთილი მთწმინდის ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში. დავათვალიერეთ ღირსეულ ქართველ მოღვაწეთა საფლავები, მოსწავლეებს გავაცანი რეპრესირებული ცხოვრებისა  და შემოქმედების ამსახველი მნიშვნელოვანი დეტალები ( წინასწარ ვუჩვენე პოტო და ვიდეო მასალა მთაწმინდელების შესახებ).  ღონისძიების მიზანი იყო მათთვის უჩვეული და საინტერესო გარემოში გაეხსენებინათ ქართველ შემოქმედთა ბიოგრაფიები. ბავშვებმა  აგრეთვე წაიკითხეს ლექსები და ამონარიდები მათი საყვარელი და ცნობილი  ნაწარმოებებიდან. დიდი შთაბეჩდილებებით გავაგრძელეთ გასვლითი ღონისძიება აღნიშნული კლასის დამრიგებელთან, თამილა პაიჭაძესთან ერთად და დავათვალიერეთ საქართველოს "ოქროს ფონდი". ამ დღემ , მართლაც, დაუვიწყარი შთაბეჩდილება დატოვა  ბავშვებზე და რასაკვირველია,ჩვენზეც.
17 თებერვლიდან მარტის ჩათვლით კლასში გამოვაცხადე კლასგარეშე კითხვის კონკურსი: "მოგზაური წიგნი", რომლის მიზანიც იყო უცხოელი ავტორების ნაწარმოებების წაკითვით დამეინტერესებინა ბავშვები,რათა  შემდგომში  პარალელი გაგვევლო მსგავსი შინაარსის ქართულ ნაწარმოებთან. ამ მიზნით, წავიკითხეთ და გავაანალიზეთ ფრანგი მწერლის მოთხრობა "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი". ბავშვებმა მეტად საინტერესოდ იმსჯელეს და წარმოადგინეს არაჩვეულებრივი პრეზენტაციები, გააანალიზეს მთავარი პერსონაჟის სევდითა და სიხარულით აღსავსე  ხუთდღიანი სამყარო. მეტად ემოციური წერილები მისწერეს მთავარ პერსონაჟს და ამით გამოავლინეს  წერილების წერის უნარი.
  დედაენისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მე-7 (ა) კლასში, 14 აპრილს, ჩავატარე ღია გაკვეთილი სახელწოდებით"სხვა თვალზე ვნახე სამყარო". განვიხილეთ დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ეპიზოდები. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს სლაიდ-შოუ, მწერლის ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეო- მასალა. გაკვეთილის ძირითადი ნაწილი დაეთმო მოთხრობა "ხმელი წიფლის" ანალიზს. ბავშვებმა იმსჯელეს ვაჟას მრწამსზე , ჯგუფურ სამუშაოში დაწერეს ესეები   და  თითოეულმა ჯგუფმა  დამსწრე საზოგადოპებას წარუდგინა პრეზენტაცია:"ხმელი წიფლის წარსული, აწმყო და მომავალი".
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:                                მარინე ირემაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий