ღონისძიება: ,,მოგზაური წიგნი''
2015 წლის თებერვალში,
7 ა კლასში გამოვაცხადე კონკურსი პროექტი: ,,მოგზაური წიგნი'' , რაც ითვალისწინებდა ერთი თვის ვადაში, მთელ კლასში ემოგზაურა კონკრეტულ წიგნს, ბავშვებს წაეკითხათ და გაეანალიზებინათ კლასსგარეშე ლიტერატურის მიზნით შერჩეული
უცხოელი
ავტორის ერიკ ემანუელ შმიდტის მოთხრობა :,,ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი'' თითოეული ბავშვი სიამოვნებით
გადასცემდა მეორეს აღნიშნულ ნაწაროებს. კითხვის პროცესი იყო ხალისიანი მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში
აღწერილია ერთი პატარა ბიჭის სევდითა და სიხარულით აღსავსე რამდენიმედღიანი
ცხოვრება. ბავშვებმა განსაზღვრულ დროში დაასრულეს პროექტზე მუშაობა, მარტის ბოლოს წარმოადგინეს პრეზენტაციები, იმუშავეს თვალსაჩინოებებზე. დასკვნითი გაკვეთილი წარიმართა მეტად საინტერესოდ. მოსწავლეებმა გაანალიზეს პერსონაჟის ცხოვრება, იმსჯელეს ნაწარმოების იდეურ-თემატურ თავისებურებებზე, მისწერეს წერილები მთავარ პერსონაჟს, რომელშიც გამოიკვეთა მსგავსი ტიპის ტექსტის წერის უნარი. ბოლოს კი გაუშვეს ფრანი წარწერებით: ,,ჩვენი სურვილები''. ჩვენ, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ ვირწმუნეთ ღმერთი და ის, რომ ....
,,სიცოცხლე მეტად უცნაური ძღვენია და მასთან მეტად ფაქიზი მიდგომა გვმართებს, სათანადოდ დაფასება... ''
ოსკარი
''ძვირფასო ღმერთო, მადლობას გიხდი, ოსკარი რომ გამაცანი. მისი წყალობით ხალისითა და სიცოცხლით ავივსე. ოსკარმა ჩამისახა შენი რწმენა. მთელი ჩემი არსება სიყვარულითაა სავსე. ეს სიყვარული მთუთქავს. ოსკარმა იმდენი მაჩუქა, რომ ამ მარაგს, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ ამოვწურავ.
დედა-როზა.
ოსკარი
''ძვირფასო ღმერთო, მადლობას გიხდი, ოსკარი რომ გამაცანი. მისი წყალობით ხალისითა და სიცოცხლით ავივსე. ოსკარმა ჩამისახა შენი რწმენა. მთელი ჩემი არსება სიყვარულითაა სავსე. ეს სიყვარული მთუთქავს. ოსკარმა იმდენი მაჩუქა, რომ ამ მარაგს, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ ამოვწურავ.
დედა-როზა.
აღფრთოვანებული ვარ თქვენი გავეთილის თემით ....
ОтветитьУдалитьეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს !!!!
ОтветитьУдалить