ექსკურსიები

გასვლითი გაკვეთილი

2015 წლის 12 ნოემბერს 7 ა კლასში, დამრიგებელთან, თამილა პაიჭაძესთნ ერთად  ჩავატარე გასვლითი გაკვეთილი ქართველ მწერალთა და

საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში .ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებისთვის უჩვეულო და  საინტერესო გარემოში

გაგვეხსენებინა ღირსეულ ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ეპიზოდები. (მოსწავლეებს წინასწარ ვუჩვენე მნიშვნელოვანი ფოტო-ვიდეო მასალა მთაწმინდისა და მთაწმინდელების შესახებ.) დავათვალიერეთ მართლაც ღირსეულ, ,,თანამდევ, უკვდავ სულთა საფლავები''. ვისაუბრეთ რეპრესირებულ მწერლებზე. ბავშვებმა წაიკითხეს ტიციანის, ანა კალანდაძის, გალაქტიონისა და სხვა შემოქმედთა ლექსები. 
ამის შემდეგ გავაგრძელეთ ექსკურსია და დავათვალიერეთ საქართველოს ,,ოქროს ფონდი'' დღემ მეტად ემოციურად ჩაიარა.





1 комментарий:

  1. მოვიხიბლე თქვენი შემოქმედებით....
    ,,ხელოვნებაა თავად უკვდავება''.....

    ОтветитьУдалить