წლიური ანგარიში

                                        ქ. თბილისის შ.პ.ს. "კანდიდი" საშუალო სკოლის დირექტორს
                                        ქალბატონ მერი ქვრივიშვილს
                                        ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის
                                        მარინე ირემაშვილის ანგარიში
                 
                                 კლასები- VII ა - VIII ბ
                                           საბაზო საფეხური
                თითოეულ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდების მომზადება მომდევნო საფეხურისთვის.
VII კლასში მოსწავლეები ისმენენ უცნობ ინფორმაციებს ტექსტების შესახებ ,მასწავლებლის დახმარებით მათ უნდა შეძლონ ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. მასწავლებელმა მოსწავლე უნდა მოამზადოს შესაბამისად, რათა მოსწავლემ შეძლოს ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით, შეძლოს ნაწერის ეფექტური ორგანიზება.
       ტესტურ დავალებაში უნდა ამოიცნონ მხატვრული ხერხები, კითხვებს უპასუხონ  არგუმენტირებულად და შეძლონ საკუთარი მოსაზრების დამაჯერებლად ჩამოყალიბება.
       წერით დავალებაში ( მითითებების მიხედვით ) მოსწავლეებმა უნდა შექმნან ტექსტი და ყურადღება უნდა გაამახვილონ როგორც შინაარსზე, ისე სტილის ელემენტებზე, სწორად გამოყონ აბზაცი და სხვა სტრუქტურული მახასიათებლები,თანამიმდევრულად ააგონ თხრობა, მართებულად გამოიყენონ სასვენი ნიშნები, დაიცვან მართლწერისა და პუნქტუაციის წესები.
      VII ა კლასის სახელმძღვანელო- ავტორთა ჯგუფი: ვ. როდონაია ნ.ნაკუდაშვილი, ა.  არაბული, მ.ხუციშვილი
 საათების რაოდენობა: კვირაში (5)
    VIIა კლასის საერთო დონე საშუალოზე მაღალია. ცალკეულ შემთხვევებში საჭიროა დამატებითი მეცადინეობების ჩატარება, რადგან გამოიკვეთა მართლწერისა და პუნქტუაციის წესების ცოდნის მხრივ პრობლემები, აგრეთვე ხარვეზები აქვთ წერის ორგანიზებაში.   მოსწავლეებს მივცემ მსგავსი ტიპის დავალებებს და ვამუშავებ მართლწერის წესების დაცვაზე.
    მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია მათში გასვლითმა ღონისძიებამ და კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვის მიზნით ჩატარებულმა გაკვეთილმა, რომელზეც წარმოაჩინეს კარგი პრეზენტაციის უნარი და წერილების წერის ცოდნა.
   
                                                       VIIIბ კლასი                          
            საბაზო საფეხურზე მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად გაანალიზებენ მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს.იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხზე ,ამოიცნობენ და გამოიყენებენ მსჯელობის ძირითად, ენობრივ მახასიათებლებს,
სტანდარტში დასმული ერთერთი ამოცანის მიხედვით ,მასწავლებელი ტექსტებში ასახულ საკვანძო- სადავო საკითხებზე მსჯელობით ხელს შეუწყობს მოზარდში რეფლექსური აზროვნების ჩვევების გამომუშავებას,მხატვრული ზროვნების უნარის გაინვითარებას,თვითშემეცნების სურვილის გაღვივებას.  ისევე ,როგორც    VII             კლასში,  VIII   კლასში მთავარი საყრდენი იქნება კლასიკური და თანამედროვე მწერლობა, უცხოური ლიტერატურის  საუკეთესო ნიმუშებთან ერთად.  
       VIIIბ   კლასის სახელმძღვანელო:ავტორთა ჯგუფი:ვ.როდონაია,ნ.ნაკუდაშვილი,ა.არაბული ,მ.ხუციშვილი.
საათების რაოდენობა : (5)
დამხმარე სახელმძღვანელოები :ქართველი მწერლები სკოლებში,ა.შანიძე,ლ.კვაჭაძე,"ქართული ენა" მართლწერის სავარჯიშოები
        VIIIბ   კლასის დონე საშუალოზე მაღალია,მოსწავლეებს ესაჭიროებათ დამატებითი მეცადინეობა მართლწერის საკითხებზე ,სტილისტური ხარვეზების გასაუმჯობესებლად დავაწერინებ მსგავსი ტიპის ტექსტებს ვამუშავებ წერის სტრუქტურაზე,
         სასწავლო წლის განმავლობაში ხარისხის მართვის ხელმძღვანელთან და კათედრის წევრებთან ერთად დავესწარი კათედრის სხდომებს ,აქტიურად ვიყავი ჩართული კათედრის მუშაობაში ,რამდენჯერმე შევიკრიბეთ ,რათა რეაგირება მოგვეხდინა სხვადასხვა სასწავლო აქტივობებზე.
     სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ გავიარეთ ტრენინგი სკოლის კონსულტატთან ,მარიამ ხუციშვილთან ,შემაჯამებელი დავალების ანალიზის ფორმების შემუშავებასთან დაკავშირებით.აღნიშნულმა ტრენინგმა საშვალება მოგვცა შეგვედგინა ისეთი შემაჯამებელი სამუშაოს  ნიმუში ,რომელიც მორგებული იქნებოდა თითოელი ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს,ასევე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ინდიკატორებზე.ხოლო ანალიზის ფორმაში ნათლად გამოჩნდებობდა კონკრეტული შემაჯამებელი სამუშაო,სად და რა ფორმით გაუჭირდათ მოსწავლეებს.შემუშავებული ანალიზი გვაძლევს რეკომენდაციებს ,რაც უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
     2016 წლის დასაწყისში ჩავერთე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში,რისი საშუალებითაც დავადგინე კონკრეტული საკითხები.ეს ,ჩემი როგორც პედაგოგის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად და პრობლემის აღმოფხვრაში დამეხმარება.
       2015 -2016 წლის განმავლობაში სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე ჩავატარე სამი დაგეგმილი ღონისძიება: გასვლითი გაკვეთილი მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში,კლას გარეშე ლიტერატურის წაკითხვის მიზნით ჩავატარე ღონისძიება "მოგზაური წიგნი"განვიხილეთ ფრანგი ავტორის ერიხ ემანუელ შმიდტის გახმაურებული ,მოთხრობა "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი",ღია გაკვეთილი სახელწქოდებით "სხვა თვალზე ვნახე სამყარო",რომელიც ჩატარდა 14 აპრილს ,დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში (ვაჟა- ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით, გავაანალიზეთ მოთხრობა "ხმელი წიფელი")

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:                                მარინე ირემაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий