სამოდელო გაკვეთილი




დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღი გაკვეთილი

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,14 აპრილს,ჩავატარე ღია

გაკვეთილი სახელწოდებით:,,სხვა თვალზე ვნახე სამყარო''. განვიხილეთ დიდი მწერლის

ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ეპიზოდები.ბავშვებმა

წარმოადგინეს ფოტო და ვიდეო მასალა, სლაიდშოუ. გაკვეთილის ძირითადი ნაწილი დაეთმო

მოთხრობა: ,,ხმელი წიფლის'' განხილვას. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს  გაეანალიზებინათ

ტექსტში წარმოდგენილი პრობლემები, ამოეცნოთ მხატვრული ხერხები, რაც გამოუმუშავებს

მათ არგუმენტირებული მსჯელობისადა ესეს წერის უნარ-ჩვევებს. ბავსვებმა იმუშავეს თვალსაჩინოებებზე, ჩატარდა ჯგუფური სამუშაო და წარმოადგინეს პრეზენტაცია: ,,ხმელი წიფლის წარსული, აწმყო და მომავალი''. გაკვეთლიმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა და დამსწრეთა მოწონებაც დაიმსახურა. ორმა ჯგუფმა უმაღლესი შეფასება მიიღო, რომელზეც გამოიკვეთა პრეზეტანციისა და ჯგუფური მუშაობის უნარი.












































Комментариев нет:

Отправить комментарий